"ჯეო ნიუსის" დამფუძნებელი, ქეთი ხომერიკი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს,შალვა ბედოიძეს,  რომელიც  დღეს, 10 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ  დაასანქცირა, სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"საქართველოს ხელისუფლებაში ნამდვილად ბევრი ღირსეული ადამიანია და ეს იმითაც დასტურდება, რომ მშვიდობის პოლიტიკა ამდენი ხანია ურყევად დაცულია, ხოლო ღირსეულთა შორის ღირსეულებიც, რა თქმა უნდა, არიან და ჩემთვის ასეთი გამორჩეული ღირსების მქონე ადამიანი გახლავთ, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი შალვა ბედოიძე, რომლის პროფესიონალიზმი, ადამიანურობა და განსწავლულობა არაერთხელ მინახავს. მიმაჩნია, რომ დიდი უსამართლობაა ამ გამორჩეული პროფესიონალის და რაც მთავარია საქართველოს პატრიოტის მიმართ რაიმე სახის სანქციის დაწესება. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ჭეშმარიტი პატრიოტები მხარს დაუჭერენ, ბატონ შალვას და იგი ყოველთვის კვლავაც განაგრძობს საქართველოს მსახურებას, ისევე სასიქადულოდ და გამორჩეულად, როგორც აქამდე. ჩემი მხარდაჭერა თქვენ, ბატონო შალვა - ღირსეულო და გამორჩეულო პროფესიონალო, ნამდვილო ადამიანო, შემკობილო ყველა ადამიანური ღირსებით! Geo News",-წერს ქეთი ხომერიკი სოციალურ ქსელში.