ცნობილი ადვოკატი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი, პაატა შავაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს!
,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-ისგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, ეს არის ის, რომ სასამართლო არის კორუმპირებული“,-წერს პაატა შავაძე.