დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდა დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულაღში დაფიქსირდა, ხოლო მეორე დაბა ჯავაში, სოფელ დოდოთში, რომლის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.
დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდა დმანისში, სოფელ ზემო ყარაბულაღში დაფიქსირდა, ხოლო მეორე დაბა ჯავაში, სოფელ დოდოთში, რომლის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.
1734680503
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
1734680381
"სამშობლოში მშვიდობის დაცვისთვის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის, ჩემი მხარდაჭერა ღირსეულ ქართველს, ვახტანგ გომელაურს”,- წერს ქეთევან ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს.
1734411872
VI საუკუნეში დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, იქიდან კი XII საუკუნეში კიევში გადააბრძანეს და დღესდღეობით წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული. მოწამის სხეულის წმინდა ნაწილი საქართველოშიც იმყოფება, ის საპატრიარქოშია დაბრძანებული ხატთან ერთად.წმინდა ბარბარე საქართველოში ძირითადად ბავშვებისა და ავადმყოფების შემწედ მიიჩნევა.ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში კი ძველად მიაჩნდათ, რომ ის ცეცხლისა და ქარიშხლებისაგან დამცავი წმინდანი იყო.წარმოდგენა განსხვავებული ჰქონდათ ძველ ქართველებსაც.მათ მიაჩნდათ, რომ წმინდა ბარბარე ქალების, დედალი საქონლის და ბუნების ნაყოფიერების მფარველი იყო.ძველ ქართულ კალენდარში წმინდა ბარბარეს დღესასწაულის თვე, ანუ დეკემბერი წლის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.სამეგრელოში თვლიდნენ, რომ დღე ბარბარობის დღესასწაულზე იწყებდა ზრდას.ხალხში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანები უნდა გამოცხვეს, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვება.ხალხურ ტრადიციას დღესასწაულის მართლმადიდებლურ აღნიშვნასთან არაფერი აქვს საერთო, ისევე, როგორც ამ დღეს გავრცელებულ “მეკვლეობასთან" და ბედობასთან.ეს მხოლოდ ცრურწმენაა.
1734357900
„ძალიან გაწბილებულები დარჩებიან. დამერწმუნეთ, უკვე გაწბილებული არიან. სწორედ ეს გაწბილება აძლევს ნიადაგს, რომ უკვე ასე პირდაპირ, ხალხის გასაგონად ხდება მათი სურვილებისა და სულისკვეთების გაჟღერება. ვერ ეღირსებიან ვერაფრის ჩამოქცევას. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩამოიქცეს და უკვე ჩამოქცეულია, არის მათი პოლიტიკური მდგენელი, მათი პარტია. არ ვიცი, პარტიაა, თუ რაც ჰქვიათ. საკუთარ ამომრჩეველსაც კი, ვინც ნდობა გამოუცხადა, მათ ზურგი აქციეს. ნდობა, რომელიც მანდატში იყო გამოხატული, ასე გაატანეს ქარს, ყოველ შემთხვევაში, სურვილი აქვთ, რომ გაატანონ ქარს. ქვეყნის მოსახლეობის და ამომრჩევლის სურვილების რეალიზება-განხორციელებას კი არ ცდილობენ, რა დავალებასაც მიიღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, ისე მოქმედებენ. ეს ჩამოაქცევს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უკვე ჩამოაქცია კიდეც რადიკალური ოპოზიცია და ამ ქვეყანაში ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცა საშუალება, გაჩნდნენ და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა ამ რადიკალიზმისგან დაიცალოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1734356640
დღეს საქართველოში დემოკრატიული პროცესი საფრთხეშია, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, საკმარისი დრო არ გასულა საიმისოდ, რომ მოქალაქეებმა, კანონმდებლებმა თუ სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ფუნდამენტურად გაიაზრონ, რისთვის სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ ამ წლების მანძილზე დავნერგეთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს საფრთხის წინაშეა. საზოგადოება დაყოფილია მხარეებად, აღქმები ფაქტებს ანაცვლებს, მაუწყებელს კი სთხოვენ თავისი ფუნდამენტური არსის უარყოფას, კანონის დარღვევას და მხარედ გადაქცევას. წლებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრის ადგილად საკუთარ ტრიბუნას და რესურსს სთავაზობს. წლებია, ვიღებთ უარს დიალოგზე, დისკუსიაზე და ერთად საუბარზე. უარი მივიღეთ წინასაარჩევნო დებატებზეც კი. უკვე წლებია, ამ არხზე არავის არასდროს ეთერის მოპოვება არც დასჭირვებია და არც გასჭირვებია, თუმცა ახლა ნათლად გამოჩნდა დაპირისპირების მაღალი ხარისხი, განსხვავებული აზრის დევნა და სრული მიუღებლობა. მივედით იქამდე, რომ ჩვენი ჟურნალისტებისგან კატეგორიულად მოითხოვენ, არ დაუთმონ ეთერი მეორე მხარეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არის 1000-ზე მეტი პროფესიონალი, წესიერი და თმენით სავსე ადამიანთა გუნდი, ამ ადამიანებზე გადის დღეს ის წნეხი, რომელსაც ორგანიზაცია განიცდის, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიყოთ ხიდი გაურკვევლობასა და სიცხადეს, აღქმებსა და ფაქტებს, სიძულვილსა და თანადგომას შორის. კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი როლი და ფუნქცია, ვიყავით და ვრჩებით პლატფორმად ნებისმიერი განსხვავებული აზრისთვის და მზად ვართ, ვემსახუროთ საზოგადოებას. ვთავაზობთ ყველა მხარეს, დაძლიონ გაუცხოება და დაიწყონ ერთმანეთთან საუბარი, გამართონ დისკუსია ღია ეთერში, სადაც მხარე მხოლოდ ერთია – მაყურებელი, რომელსაც აქვს უნარი, სწორად გაანალიზოს მშვიდად და ობიექტურად მიწოდებული ინფორმაცია, ამავდროულად აქვს უფლება, შეიცვალოს ან დარჩეს იმ პოზიციაზე, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის, მისი არჩევანია.
1734350520
„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, მნიშვნელოვანი გაფრთხილება. ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განმავლობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა საქართველოში არ განხორციელებულიყო ის სცენარი, რომელიც განხორციელდა უკრაინაში. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს „მაიდნით“, ამას მოჰყვა „მაიდნის“ დასრულებისთანავე რამდენიმე დღეში პირველი ომი, მოგვიანებით ამას მოჰყვა მეორე ომი და დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის განადგურებული, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი არის ქვეყნიდან გასული ან ქვეყნის შიგნით არის დევნილად ქცეული. დაღუპულია ასიათასობით უკრაინელი. ეს ყველაფერი მოუტანა სწორედ იმან უკრაინას, რომ სათანადო სიფრთხილე ვერ გამოიჩინა მაშინ საზოგადოებამ. ქართული საზოგადოება არის უფრო გამოცდილი და, შესაბამისად, სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომით ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების თავიდან აცილება და, პირველ რიგში, შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1734262307
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია - ,,პერსონა 2024", მცხეთაში გაიმართა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 70 წარმატებული ადამიანი დაჯილდოვდა. "წელს მეთერთმეტე წელია, რაც გაიმართა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა. ტრადიციას არ ვუღალატეთ. მიუხედავად ქვეყანაში არასასურველი პოლიტიკური მოვლენებისა ,მაინც შევძელით.გრანდიოზულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან, იმერეთი, გურია, აჭარა, კახეთი ...დაჯილდოვდნენ მედიცინის, განათლების, კულტურის, სპორტის, საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენლები. "საუკუნის პერსონას" ტიტული გადაეცა 78 წლის მოქმედ ექიმს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ ლალი ცხოვრებაშვილს და პოეტ ერეკლე საღლიანს",-აცხადებს აღნიშნული პროექტის დამფუძნებელი, იოსებ კავკავაშვილი.
1734257049
"ამდენი თავდასხმების შემდეგ, აღარც მე ვაპირებ გაჩუმებას! ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე გვადანაშაულებს იმაში, რომ ,,geo news-ი" ფინანსდება რუსული სპეც -სამსახურებისგან, რაც არის სიცრუე!სააგენტოს იურისტები ამზადებენ სარჩელს და ქალბატონ კილაძეს მოუწევს, გასცეს პასუხი ამ აბსურდს!ჩვენ, "Geo News-ის" ჟურნალისტები, განვიცდით არნახულ ბულინგს და ზეწოლას ჩვენი მედიის სარედაქციო პოლიტიკის გამო, რომლის გადახედვას არც კი განვიხილავთ!რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ერთგული აუდიტორიისთვის მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში.სამარცხვინო და ამორალურია ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ჩვენი გუნდის მისამართით გაჟღერდა!ჩვენი სააგენტო ამ თავდასხმებით ძლიერდება და გვაძლიერებს ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან",-წერს ჟურნალისტი ირაკლი გუნია .
,,მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და დედა ეკლესიისთვის აკეთებთ“ - ირაკლი კალანდარიშვილი მამა შალვას
1734137407
ბიზნესის განვითარებისთვის, ფატი დარსალია,,პერსონა 2024-ის" ტიტულით დაჯილდოვდა
1734262307
,,ჭკუა უნდა ასწავლოს ვინმემ და ეს მე ვიქნები! სასამართლო გარდაუვალია“- ქეთი ხომერიკი ელისო კილაძეზე
1734133445
"ე.წ ჟურნალისტი, ელისო კილაძე გვადანაშაულებს იმაში, რომ ,,geo news-ი" ფინანსდება რუსული სპეც-სამსახურებისგან, რაც არის სიცრუე!" - ირაკლი გუნია
1734257049
შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, გუდაურში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს
1734195897