"ირაკლი კერესელიძევ,  ელენიკოს ნახვას გიკრძალავ! შეგიძლია, მიმართო სასამართლოს!",- ამ შინაარსის პოსტით მიმართავს "ჯეო ნიუსის" დამფუძნებელი, ქეთევან ხომერიკი ყოფილ მეუღლეს.

 როგორც  ვიდეო მიმართვაში  ჟურნალისტი ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ბოლო ორი თვის განმავლობაში, გახდა აგრესიული და მოითხოვდა მასთან შერიგებას. ამასთან,   ახდენდა მანიპულაციებს. ცდილობდა, მსხვერპლად მოეჩვენებინა მისი თავი. ასევე, დააპირისპირა საკუთარ დედასთან. 

"ირაკლი კერესელიძევ,  ელენიკოს ნახვას გიკრძალავ! შეგიძლია, მიმართო სასამართლოს!

მეგობრებო, მადლობა ყურადღებისა და თანადგომისთვის. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ მე არაფრის გასაჯაროებას არ ვაპირებდი, რადგან პირადი პირადია და ემოციებს არ უნდა აჰყვე ადამიანი, თუმცა კერესელიძის" ლაივებს "უპასუხოდ ვერ დავტოვებდი. წარმატებებს ვუსურვებ თავის გზაზე-მე მასთან ყველანაირ ცივილურ ურთიერთობას ვწყვეტ, სასამართლოს გზა იცის - მთელი ცხოვრება იქ დადიოდა და შეუძლია მიბრძანდეს, პრინციპში მიბრძანდება კიდეც! მადლობა და მე კიდევ ერთხელ გიბოდიშებთ მის მაგივრადაც! Irakli Kereselidze Lchl, შენ კი მოგიწოდებ, ჩემი უფროსი ქალიშვილის ხსენება აღარ გაბედო, არ მინდა ვიფიქრო, რომ ,,მავანის,, შემდეგ შენ გამოგაგორეს! 🙂",-წერს ქეთევან ხომერიკი სოციალურ ქსელში. 

"ჯეო ნიუსის" დამფუძნებელს  ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში ასე პასუხობს:

"ქალბატონო ქეთევან, იმ შემაკავებელი ორდერით, რომლითაც თქვენი მოთხოვნით სახლიდან ქუჩაში მისროლეთ როგორც პირუტყვი,არამარტო მე ,თქვენც აგეკრძალათ  30 დღით ჩემთან კომუნიკაცია... ასე რომ, დაიცავით თქვენი სურვილით ჩემთვის გამოწერილი ორდერი და შეწყიტე ჩემთვის მომართვები.საკმარისად  ავიგდეთ თავი საჯაროდ.სწორედ ელენეს ინტერესის გათვალისწინებით, მე ვწყვეტ ამ თემაზე ყველანაირ კომენტარს და ჩემი შვილების დაზიანებას".