თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 
ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საპირისპირო ზოლში მომავალ მანქანას დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ერთი  ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა

ამასთან, დაშავდა რამდენიმე პირი.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური.