ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენეს.

მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ კიდევ 2 პირს ეძებენ.

მანამდე, ნანგრევებიდან მაშველებმა 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის ბავშვი, რომელიც  ინგოროყვას კლინიკაში კვლევებისთვის იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.