გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სამხედრო მოსამსახურეებმა მისივე სახელობის მწვერვალი დალაშქრეს.

მსვლელობა სოფელ უკანა ფშავიდან დაიწყეს და მაღალმთიან, რთულ რელიეფზე 30 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს. მწვერვალზე სამხედროებმა ეროვნული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი და სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.

ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა, ლაშქრობა ყოველწლიურად, აგვისტოში, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს იმართება.