ბათუმში, 7 ნოემბერს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის გოგო ემსხვერპლა.
როგორც ირკვევა, ინეზა ცეცხლაძე, 21 წლის სტუდენტი, ქუჩაზე გადადიოდა რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.სამწუხაროდ, ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
გარდაცვლილი ხულოდან იყო.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
