საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში, ბალახი იწვის. სამუშაოებში საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.