პაატა სალია: ჩვენი შეფასებით, აბსოლუტურად ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. პენიტენციური სამსახური მოქმედებდა წესების სრული დაცვით, თუმცა საბოლოო ჯამში ამას დაადგენს გამოძიება და პროკურატურა
1791214618
"გამოძიება დაადგენს, ასე
იყო თუ არა და შემდეგ
შესაძლებლობა გვექნება
ერთობლიობაში, ჯამურად
შევაფასოთ სიტუაცია, და თუ
პენიტენციური სამსახურის
მხრიდან ვინმეს
პასუხისმგებლობა
გამოიკვეთება, იქნება
კანონით გათვალისწინებული
ზომები მიღებული".პაატა
სალიამ კომენტარი გააკეთა
ხმოვანი ჩანაწერის
მოთხოვნასთან
დაკავშირებითაც. მისი
თქმით, კანონმდებლობა
ხმოვანი ჩანაწერის
განხორციელებას არ
ითვალისწინებს:"საგამოძიებო
ორგანოს ამოღებული აქვს
არაერთი სხვა ჩანაწერი,
რაც, ასევე, შეისწავლება,
აქვე ხორციელდება
გარკვეული საპროცესო
მოქმედებები, მათ შორის,
როგორც ჩემთვის ცნობილია,
ექსპერტიზაც ამ
ვიდეოჩანაწერის.
შესაბამისად, როცა
დასრულდება გამოძიება და
სრული სურათი გვექნება
იმასთან დაკავშირებით,
ჰქონდა თუ არა ადგილი
სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ჩვენ რასაც ვხედავთ
კადრებზე, მართალია, ხმა
არც ისმის, მაგრამ პატიმრის
ჟესტიკულაციიდან
გამომდინარე, ცხადია, რომ
ის აყენებს შეურაცხყოფას
პენიტენციური სამსახურის
თანამშრომლებს.ეს არის
ჩვენი შეხედულება და ჩვენი
შეფასება, რაც ვერ
ჩაანაცვლებს გამოძიებას.
შესაბამისად, უნდა
დაველოდოთ გამოძიების
შედეგებს. მე იმედი მაქვს,
რომ გენერალური
პროკურატურა მოკლე
ვადებში შეძლებს ამ
გამოძიების დასრულებას,
რათა სრული სურათი
გვქონდეს", - განაცხადა
იუსტიციის მინისტრმა.