სენაკში მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი ბაზრის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
“ადგილზე სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო”, _ ამბობს წყარო.
ცხედარი ამდროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
