მაშველებმა მარტვილში,  სოფელ ქვემო ხუნწში,  მცირეწლოვანი გადაარჩინეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.
ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.