მეხუთე დღეა, სვანეთში, მდინარე ნაკრაში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მაშველები მდინარეში გადავარდნილ ორ სკოლის მოსწავლეს ეძებენ,
შეგახსენებთ, მაშველებმა ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის, 14 წლის გოგონას ცხედარი გუშინ, მდინარე ენგურთან ნახეს.
ავტომობილი, რომელშიც ისინი ისხდნენ, მდინარეში 2 მაისს გადავარდა.