13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 71-ე ეტაპი ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 1 000 ბავშვი შეემატა.

"გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს მოინათლა 1 000 ბავშვი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბავშვები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 71-ე საყოველთაო ნათლობაზე.

ამჟამად ილია მეორეს 50 000-მდე ნათლული ჰყავს.

ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.