გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით რაც გუშინ ვიხელეთ და მინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.