"რატო, ღმერთო, რატოოოო?! რატო მომასწარი ამ დღეს?! არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი", - ამ შინაარსის სულის შემძვრელ პოსტს ბაღდათში ტრაგიკულად დაღუპული რობაქიძეების დედა აქვეყნებს.
მადონა რობაქიძე გარდაცვლილი შვილების ვიდეოსაც ავრცელებს.
ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/100041335783319/videos/309499158777283/
შეგახსენებთ, ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილებს შორის იყვნენ რობაქიძეების ოჯახის წევრები- მამა და და სამი შვილი.
