სადგურის მოედანზე, კორპუსში, სადაც ნგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მოქალაქეები ეტაპობრივად შედიან, მათ პირადი ნივთები მაშველების მეთვალყურეობის ქვეშ გამოაქვთ. 94 მოსახლე ქირით უკვე გაიყვანეს.
ტერიტორია ისევ ჯებირებით არის შემოსაზღვრული. ადგილზე გრძელდება, როგორც ექსპერტიზა, ასევე, საგამოძიებო მოქმედებები.
თევდორე მღვდლის 10 ნომერში ფასადის და სახურავის ნაწილი გუშინ საღამოს ჩამოინგრა - დაღუპულია ორი, მძიმედ დაშავდა ერთი მოქალაქე. ექიმის განმარტებით, დაშავებული ქალი ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.