ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში და განვიხილავთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"ჩვენ ვიმსჯელებთ საქართველოს საკითხზე. ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და განვიხილავთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს. დღეს საქართველოში წერილს გავგზავნით, რომ გარკვეული პირობები აქვთ, რომლის შესრულებაც ევალებოდათ. თუ ეს პირობები კონკრეტულ ვადაში არ შესრულდება, მოგვიწევს უვიზო რეჟიმის შეჩერება", - განაცხადა კალასმა.