თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობის ფასადის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კლინიკაშია გადაყვანილია ერთი დაშავებული. 

ამის შესახებ მედიასთან შს მინისტრმა გეკა გელაშვილმა განაცხადა.

"შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციური ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი", - აღნიშნა მინისტრმა.