სამართალდამცველები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. მოქალაქეებს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ გამოყენებული იქნებოდა წყლის ჭავლი.

მომიტინგეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ იყენებენ პიროტექნიკას, ესვრიან სხვადასხვა ნივთებს.

ამ დროისთვის წყლის ჭავლის მანქანა დგას ჭიჭინაძის ქუჩაზე და აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ დაიშალონ.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაათავისუფლოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია“.