სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს - უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებენ, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ, ხოლო ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
