აუდიტის ჩატარებას წინ უძღოდა არა ერთი ავტორის მხრიდან გაჟღერებული პრეტენზია ასოციაციაში არსებულ დარღვევებზე. კერძოდ, ავტორები ხშირად მიუთითებდნენ, რომ ჰონორარების განაწილება არ ხდებოდა გამჭვირვალედ და სამართლიანად, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ აუდიტი ჩაგვეტარებინა. შეგვეძლო უშუალოდ „საქპატენტს“ შეემოწმებინა ეს ინფორმაცია, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდგომში ავტორებისთვისა და საზოგადოებისთვის ეს დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ყოფილიყო, ამიტომ ჩვენ გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი და ტენდერის გზით გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა აუდიტი, რომლის შედეგები ჯერ პარლამენტს და დღეს უკვე საზოგადოებას მივაწოდეთ“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

 

ცნობისთვის, "საქპატენტმა" საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.