თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. დაღუპული მოტოციკლის მძღოლია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.