საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისება 2005-2008 წლებში ხდებოდა.

მისი განმარტებით, საქართველოსვე ტექნიკური უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურმა, ასევე სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მოიძია მასალები, რომლებიც მათ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადასცეს.

"2005-2008 წლებში ხდებოდა ამ ქონების მითვისება. ეს არის 22 ათასი კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები, რომლებიც განთავსებულია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ეს არის კოსტავას 77, რომელიც ისტორიულად, კანონმდებლობით, იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის. ყოფილმა პრეზიდენტმა, თავის ოჯახს, თავის დედას გადასცა ეს ქონება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურმა, ასევე სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტმა მოიძია მასალები, რომლებიც ჩვენ გადავეცით საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ეჭვი არ გვეპარება, რომ დანარჩენი მასალები, რომლებიც ჩვენს მიერ ვერ იქნა მოძიებული, იქნება მოძიებული და გამოძიება გასცემს პასუხს იმ საქმიანობას, რომელიც ამ წყლებში იყო ჩატარებული", - განაცხადა დავით გურგენიძემ.