მელბურნის საერთაშორისო აეროპორტში, მამაკაცს ცეცხლი გაუჩნდა. მას ჯიბეში ლითიუმის პორტატული დამტენი ედო, რომლის აალების შედეგად ფეხი და თითები დაეწვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ხუთშაბათს დილით Qantas-ის ბიზნეს ლაუნჯში იმყოფებოდა, როდესაც გადახურებული დამტენი აალდა, რის შედეგადაც ექსკლუზიური ტერიტორია კვამლით აივსო და დაახლოებით 150 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

აეროპორტის თანამშრომლებმა მამაკაცს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის სტაბილურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მოგვიანებით გაწერეს.

Qantas-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემთხვევის შემდეგ ლაუნჯი დაასუფთავეს და ორ საათში კვლავ გახსნეს.