ოფიციალური პირების თქმით, ამ კვირის დასაწყისში კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში, მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილი UPS-ის სატვირთო თვითმფრინავის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"დღეს ვლოცულობთ ყველა 13 მსხვერპლისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - განაცხადა ლუისვილის მერმა კრეიგ გრინბერგმა.
ხუთშაბათს, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცხრა ადამიანი კვლავ უზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები აგრძელებენ ნახევარი მილის სიგრძის დამწვარ ტერიტორიაზე ძებნას, რათა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულები იპოვონ.
ლუისვილის მერის თქმით, ექსპერტებმა ამოიცნეს თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები, ასევე ამოცნობილია ადგილობრივი მამაკაცი და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი. სხვა დაღუპულების ამოსაცნობად ექსპერტიზა გრძელდება.
ცნობისთვის, სამშაბათს საღამოს, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის აეროპორტიდან აფრენისას, UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
სატვირთო თვითმფრინავი ლუისვილის მუჰამედ ალის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და ადგილობრივი დროით, დაახლოებით საღამოს 5:15 საათზე აფეთქდა.
