ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ მანანა გიორგობიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები არსებობდა.
სხდომაზე, ადვოკატმა თქვა, რომ გიორგობიანის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რა დროსაც მას ბრალდებულმა სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ მას არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ აქვს. დღესვე გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესიც.
