ცოტა ხნის წინ, თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე მდებარე  ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში ხანძარი იყო.

 

თვითმხილველების ინფორმაციით,  ერთი პირი მსუბუქად დაშავდა და მას დახმარება ექიმებმა ადგილზევე გაუწიეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.