შემთხვევა თელავის გასასვლელში, ვაზიანი-გომბორის გზის მიმდებარედ მოხდა.  
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

 დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.