წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის ანალოგი გაიხსნება,- ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
" წალენჯიხაში კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის ანალოგი გაიხსნება.
➡️წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საერთაშორისო კამპუსის წარდგენა-პრეზენტაცია შედგა.
➡️საერთაშორისო სკოლა VI -XXII კლასელთათვისაა განკუთვნილი, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე წალენჯიხელი და უცხოელი მოზარდები ისწავლიან.
➡️ სკოლა 504 მოსწავლეზეა გათვლილი და აქედან 250-მდე
მოსწავლეს შეეძლება საუნივერსიტეტო სასტუმროში გაჩერება.
➡️სკოლას საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია ხსნის, ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი კი მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის.
➡️ პრეზენტაციაზე პროექტის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა კოკა თოფურიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიული ალასანიამ ისაუბრეს.
➡️აღინიშნა,რომ კამპუსის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და სამ წელიწადში სწავლის დაწყებაც შესაძლებელი გახდება.
პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული კამპუსის არქიტექტურა (არქ.რევაზ ქეშელაშვიკი)"-ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.