ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა.
ცოტნე ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის 2025 წლის 4 ივნისის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ცოტნე ყავლაშვილი დაინიშნა.
1750583211
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრის მეუღლის წინააღმდეგ, გავლენით ვაჭრობის ბრალდებებთან დაკავშირებით ცალკე საქმეა აღძრული და არსებობს ბრალდებები, რომ პარტიის ჩინოვნიკებმა მისი მუსიკოსი ძმისთვის, დევიდისთვის, სპეციალური სამუშაო ადგილი შექმნეს.telegraph-ის ინფორმაციითვე, პრემიერ-მინისტრის სახელთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი, მის თანამდებობას საფრთხეს უქმნის და დიდი ალბათობით მას დააკარგვინებს.როგორც გამოცემა წერს, ევროპის ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ლიდერი კარგად აცნობიერებს თავისი პოზიციის რისკებსა და ირონიას.სანჩესმა, 2018 წელს უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებით, თანამდებობიდან გადააყენა თავისი წინამორბედი მარიანო რახოია, რომელიც კონსერვატორი იყო და ასევე კორუფციულ საქმეებთან იყო დაკავშირებული.ესპანეთის ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რახოის სახალხო პარტია (PP) დამნაშავეა "ინსტიტუციურ კორუფციაში". მაშინ სანჩესმა პირობა დადო, რომ "დემოკრატიული განახლების" ახალ ერას დაიწყებდა.
1750511551
შეხვედრაზე განხილული იყო პარტიული საქმიანობის მიმდინარე ეტაპები, სამომავლო გეგმები და სამტრედიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები. შეხვედრა კიდევ ერთხელ დაეთმო გუნდური მუშაობის მნიშვნელობას, ეფექტური კოორდინაციისა და ერთიანი ძალისხმევის მეშვეობით პარტიის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებას.ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე
1750509588
გზის მონაკვეთებზე ტარდაბა: არსებული რკინა-ბეტონის მილების და მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების, ქვედა საყრდენი კედლების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და სარეაბილიტაციო მონაკვეთის ლითონის ძელებით შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,9 მილიონი ლარით ფინანსდება.ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52 კმ-ზე, ასევე მიმდინარეობს მინარე ხუბურზე არსებული 19.9 მ-ის სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ეწყობა ბეტონის შემასწორებელი ფენა, სადეფორმაციო ნაკერები და ჰიდროიზოლაცია, ხიდის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე კი - ასფალტის საფარი. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, ხიდთან მისასვლელებზე კი ზღუდარები.პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 670 ათას ლარამდე.ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
1750507260
მზია ამაღლობელი ჟურნალისტური გამბედაობის სიმბოლოა - პაველ ჰერჩინსკი.ქართული სახელმწიფოს დეკლარირებული მტრობა!თვითგანადგურების რეჟიმში მყოფი, დეგრადირებული ევროსკავშირის სიმბოლო! უსინდისო, ღირსება დაკარგული და საკუთარი ერის შემარცხვენელი თავხედი! Sromota!” - წერს გოგა ხაინდრავა.
1750505700
"დიდი მადლობა. არ ველოდი, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა თუ მომიწევდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს სიხარულს და მადლიერებას. ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლები მოვისმინეთ. შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი როგორც ჩვენი უცხოელი სტუმრებისა და მრჩევლებისა, ასევე ჩვენი ქართველი მეცნიერებისა (ეს უდავოდ ასეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმოხვეჭილი და დიდებული მეცნიერები ბრძანდებიან), მაგრამ განსაკუთრებით გვახარებს, რომ გამოჩნდა მათი საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი, მისი რეაბილიტაციის პროცესისადმი. ძვირფასო მეცნიერებო, გამომსვლელებო, დღეს გვიჩვენეთ მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი მეცნიერი, დიდი პროფესიონალი და ცოდნა, შერწყმული საქმისადმი დიდ სიყვარულთან. ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის.ბატონმა დავითმა ბრძანა კრიზისზე და მინდა, ახლა თქვენი პათოსი გავაგრძელო. მართლაც ასეა, კრიზისიდან გამოსვლის დიდი მაგალითი უკვე ჩნდება და ჩანს, მაგრამ აქ ასევე არაერთხელ გაჟღერდა პაციენტისა და მკურნალის მაგალითი, როგორც გელათის ძეგლისა. საერთოდ, ასე ვთქვათ, დაზიანებული ძეგლის მეტაფორა, როგორც პაციენტისა.ჩემი დღევანდელი გამოსვლის დასაწყისში ვთქვი, რომ აუცილებლად დავრწმუნდებით, რა დიდი შრომა ჩაიდო და რამდენი რამ გაკეთდა ამ ორ წელიწადში. მგონი, სავსებით დავრწმუნდით ყველანი ამაში და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ეს ჩვენი ყველაზე სანუკვარი, საყვარელი და ძვირფასი პაცენტი (რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით შეგტკივა გული. მე დავინახე ყველა ჩვენგანში ეს დამოკიდებულება), დღეს შეიძლება ვთქვათ, არის საიმედო ექიმების ხელში.თუ გავაგრძელებთ ასეთი გონიერებით, ასეთი რუდუნებით და ასეთი სიყვარულით ამ პროცესს, ღმერთს ეს უხარია და აუცილებლად შეგვეწევა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობელი შეგვეწევა, დავით აღმაშენებელი შეგვეწევა და ჩვენ მოვესწრებით შესანიშნავად და წარმატებით დასრულებას ამ საქმისა, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და კიდევ მრავალ, მრავალ სიკეთეს საქართველოსთვის და ამ ჩვენი საოცარი, დიდი ქართული ისტორიული მემკვიდრეობისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ"- განაცხადა შიო მუჯირმა.
1750502940
მისი თქმით, უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია.„საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს ცხრა თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში.ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის ექვსიდან ცხრამეტ წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს.ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს.უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციიური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები, უკვე სამი წელია, გმირულად უმკლავდებიან საკუთარი თავის და ჩვენს დასაცავად, ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე!ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს, დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო, ვეღარც შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს, ეს უსისხლოდ გააკეთოს ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა: პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით – ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია – ეს ფაქტია!ეს ჩანს ყალბ ნარატივებში, ამაღლებულ ყალბ ნაციონალიზმში, იარაღადქცეულ სოციალურ მედიაში, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენის რღვევაში. რუსეთი ცდილობს, შეავსოს ის სიცარიელე, რაც დაკარგა, რადგან ევროპაში ვეღარ წარმოადგენს სამხედრო ზესახელმწიფოს. და მისი გზავნილიც ესაა: რომ დემოკრატია სუსტია, რომ ევროპა კარგავს პოზიციას და რომ ავტორიტარიზმი სთავაზობს წესრიგს და მშვიდობას, რომელიც არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისგან: წესრიგი და მშვიდობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მისი თქმით, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა და ეს ყოველთვის დროებითია.„რუსეთის სტრატეგია მომაკვდინებელია: ძირის გამოთხრა დემოკრატიის ავტორიტეტისთვის, ევროკავშირის წარმოჩენა როგორც არაეფექტური და დეგრადირებული სტრუქტურისა და საკუთარი პოზიციონირება როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველისა, მაშინ როცა ის აწარმოებს ომს უკრაინაში, იკავებს და დესტაბილიზაციას იწვევს მეზობლებში.დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა, და ეს ყოველთვის დროებითია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.„ამ ბნელ დღეებში, სადაც ახლა ვართ, რუმინეთი გზა გვინათებს. თქვენ აირჩიეთ გამჭვირვალობა მანიპულაციის ნაცვლად. მოქალაქეობრივი ჩართულობა — ტყვეობის ნაცვლად. თავისუფლება და ევროპა — ზეწოლის ნაცვლად. თქვენი გზა მარტივი არ ყოფილა და ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ მიმართულება გარკვეულია და ახლა ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობაა, ამ გზაზე დაეხმაროთ სხვებსაც და ჩვენც გვჭირდებით! ჩვენ თქვენ გენდობით, რადგან ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ, ჩვენ შავი ზღვის მეზობლები ვართ, გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესი.შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოდგენილია.საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი, ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.ამიტომ ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში, გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნეს აღქმული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1750500000
"ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით - TABA. სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი.ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000 მდე მოქალაქემ დატოვა",- ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1750496520
"ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მითუმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!" - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სამტრედიის ,,ქართული ოცნების” რაიონულ ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
1750511551
"მთელი ისრაელი ირანული რაკეტების ცეცხლქვეშაა" - ისრაელის თავდაცვითი ძალები
1749840579
"სამტრედიას მძიმე დღე დაუდგა... მთელი ქალაქი გლოვობს ორი ანგელოზის ტრაგიკული გარდაცვალების გამო... მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ გადაცემების ჩაწერა" - "სამტრედიის ამბები"
1749671532
განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე - ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
1750249998
ბრაზილიაში, 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა
1750239831