ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 19 წლის მამაკაცი მართავდა, გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა.
მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.