უმძიმესი ვარია მოხდა სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ერთი, 70 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა, ქალი კი მრავლობითი მოტეხილობებით სამტრედიის  საავადმყოფოში შეიყვანეს.

როგორც სააგენტოს წყარო უყვება, 65 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.