სამტრედიაში ვანდალიზმის ფაქტი მოხდა.

ახლატრებილიტირებულ - "მომავლის პარკში" დაზიანებულია სკამები.

ცნობისთვის, პარკი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

 

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და თანხამ 785 000 ლარი შეადგინა. 

 

განახლდა დეკორატიული ღობეები, შეიცვალა ფილები და ბილიკები, კეთილმოეწყო მოსასვენებელი სივრცეები. საინტერესო სიახლეა სიცილის ოთახი, რომელიც დეკორატიულ შენობაში განთავსდა. მოეწყო მოსასვენებელი ფანჩატური, სადაც ხელმისაწვდომია საინფორმაციო მემორიალური დაფა სამტრედიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები, გამოჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციით. დეკორატიული ფიგურებით და ღამის განათებით მოეწყო ხეივანი.