პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა შეხვედრა ფინალური 125 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებს შორის.
ქართველმა მოჭიდავემ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელმა გენო პეტრიაშვილმა ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა და ამ მომენტისთვის საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 28-ე ადგილზეა