საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი კობახიძემ ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა.

ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა სახის ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრებო და სავარჯიშო დარბაზებს. მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრები ჩამოსული სპორტსმენებისთვის.

პროექტის ბიუჯეტი - 4 794 361 ლარია.