ბრმა ნაწლავი გასკდა. საოპერაციოში რომ შეიყვანეს, ნახევრად მკვდარი იყო ბავშვი.

იცით, რა მახსენდება კიდევ? ერთ დღეს, ბავშვი ძალიან ცუდად  გახდა, აუტანელი ტკივილები ჰქონდა და ვეუბნები მორიგე ექიმს - სტკივა, ძალიან წუხს მეთქი. შემოვიდა გაღიმებული, დღეს მუცელი ყველას სტკივა, დაანებე თავიო.

საჩივარი დაწერეთ კლინიკაში და რეგულირების სააგენტოსაც მიმართეთ?

დიახ დავწერე, სექტემბერ-ოქტომბერში.

ახლა როგორ გრძნობს თავს ბავშვი, აქვს რაიმე ჩივილები?

არ ვიცი რა დაუზიანეს, ახლაც უჭირს გავლა, ტკივილები აქვს. სიცხეები ჰქონდა 38, ლეიკოციტები  მაღალი და მაინც ვერ მიხვდნენ.

და თავად რას აბრალებდნენ, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ ბავშვს ბრმა ნაწლავის პრობლემა ჰქონდა?

ყველამ, მათ შორის იმ ქირურგმაც, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა, განაცხადა - ეს ჩემი ბრალი არ არისო, „კატეს“ აპარატის ბრალიაო. კატეს გადაღებისას ეკრანს კი არ უყურებდა,  წინ იყურებოდა  და ეტყობა გამოეპარა. პირველმა ქირურგმა, რომელმაც გასინჯა და მერე შვებულებაში წავიდა, როცა მობრუნდა თქვა, მე აშკარად ვთქვი, რომ ეს ბრმა ნაწლავი არისო და რომ დავრჩენილიყავი, ეგრევე გავუკეთებდი ოპერაციასო. ასე იყვნენ ერთმანეთის და ტექნიკის გადაბრალებაში, რამაც ბავშვი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.

რა რეაგირება მოახდინა რეგულირების სააგენტომ?

საჩივარი დავწერე თბილისში ჯანდაცვაში, იქიდან მივიღე პასუხი, რომ დროებით შეუჩერდა ამ ექიმებს ლიცენზია. მაგრამ ეს არ ცვლის იმ სტრესს, რაც იქ მივიღეთ, ჯანმრთელობის მხრივ, მე თვითონაც ძალიან ცუდად ვარ.

ბავშვს 18 ნაკერი ჰქონდა, იმხელაზე იყო გაჭრილი. დღემდე ეშინია იმ ქირურგის, რომელმაც გასინჯა, კოშმარები ესიზმრება.

იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური ტკივილის გარდა, ამ კლინიკაში ყოფნა და იმ ხალხთან ურთიერთობა ჩვენთვის იყო მორალური სტრესი.

წყარო: "აიპრესი"