თბილისი (GBC) – თბილისის მერია ქალაქის ერთ–ერთი მთავარი არტერიის, წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყებს. ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, ასევე მოწყობა სანიაღვრე ქსელი.

„მინდა გაცნობით, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლება. ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე, როგორც სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში, სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოწყობა სანიაღვრე ქსელი“, - განაცხადა კალაძემ.