უმაღლესი რადის წევრი ალექსეი გონჩარენკო კიევთან, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის მახლობლად, ერთ-ერთ კერძო სახლში ჯარისკაცების წამების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ მაღალჩინოსნებიც.
გონჩარენკომ ცნობილ ადამიანებს, ბლოგერებს და პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ გაჩუმდნენ და მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ.
პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის მახლობლად მდებარე სახლში, ფაქტობრივად, "წნეხის სახლი" იყო მოწყობილი - ადგილი, სადაც "საუბრები" იმართებოდა სამხედრო დისციპლინის დამრღვევებთან, მათ შორის, ძალადობის გამოყენებით.
ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ორ კლასად დაყოფის პროცესი მიმდინარეობს: ზედამხედველები და ყველა დანარჩენი.
ამ ყველაფერზე დუმილი არ შეიძლება. არ შეიძლება ისე მოიქცე, თითქოს არაფერი ხდება. უბრალოდ, არ შეიძლება! ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები პასუხისგებაში უნდა მიეცეთ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხისგებაში უნდა მიეცეთ.
რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?
ვიცი, რომ ბევრი პოლიტიკოსი, ბლოგერი და ცნობილი ადამიანი ჩემს პოსტებს კითხულობს - ნუ გაჩუმდებით! ნუ გაამართლებთ! ნუ იტყვით, რომ ეს აუცილებელია! თქვენ უნდა მოახდინოთ რეაგირება. თქვენ უნდა ისაუბროთ!", - განაცხადა გონჩარენკომ.
კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში ასობით ადამიანი შეიკრიბა და ერთ-ერთ სახლში უკრაინელი სამხედროების წამება გააპროტესტა.
მოქალაქეების ინფორმაციით, სახლში 40-ზე მეტი პირი ჰყავდათ გამოკეტილი, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ.
