აშშ-ში, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსი 23 წლის უკრაინელი ლტოლვილის, ირინა ზარუცკაიას მკვლელობისთვის სასამართლოს წინაშე წარდგება. NBC News-ის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ მან ქალი "განზრახ მოკლა" შარლოტის ოლქის საზოგადოებრივი ტრანსპორტში. მედიის ინფორმაციით, ეს ბრალდება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ირინა ომისგან თავის დასაღწევად უკრაინიდან გაიქცა. აშშ-ში ის ინგლისურს სწავლობდა და მოხუცებულთა თავშესაფარსა და პიცერიაში მუშაობდა. 22 აგვისტოს, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსმა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მას დანა ყელის არეში სამჯერ დაარტყა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ბრაუნი ადრე შეიარაღებული ძარცვისა და ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ის თავდასხმისთანავე დააკავეს. ირინას ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი სამართალს ეძებენ და მადლობას უხდიან პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენისთვის.

ტრაგედიის შემდეგ, ჩრდილოეთ კაროლინას გუბერნატორმა ხელი მოაწერა "ირინას კანონს". კანონს, რომელიც გირაოთი გათავისუფლებამდე პოტენციურად საშიში პირების წარსულის საფუძვლიან შემოწმებას მოითხოვს.