ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. უძილაური დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალში.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ, დ, ნ" ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის, "ბ" ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.
