პოლიციის ცნობით, 56 წლის მინესოტელი ქალი, ზვიგენის თავდასხმის შედეგად, ხუთშაბათს შუადღისას, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე, დორშის სანაპიროზე გარდაიცვალა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ვირჯინიის კუნძულების პოლიციის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 16:28 საათზე, რამდენიმე ზარი მიიღეს ზვიგენის მიერ ქალის დაკბენის შესახებ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალმა თავდასხმის შედეგად ხელი დაკარგა და მიღებული ტრავმების შედეგად საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.