ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლამდე, უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, საჭიროა ძლიერი პოზიციები, რათა პუტინმა მანიპულირება და ომის სამართლიანი დასრულების თავიდან არიდება ვერ შეძლოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია.