ფრანგი მსახიობი, ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას le figaro ავრცელებს.
ბარდო მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა. ის კინოდან დაახლოებით 50 წლის წინ წავიდა და მთელი თავისი ენერგია ცხოველთა უფლებების დაცვას დაუთმო.
ფრანგი მსახიობი, ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას le figaro ავრცელებს.
ბარდო მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად ითვლებოდა. ის კინოდან დაახლოებით 50 წლის წინ წავიდა და მთელი თავისი ენერგია ცხოველთა უფლებების დაცვას დაუთმო.
1781873757
"პ/ს აქვე განვმარტავ რომ მე ცვლილებების მომხრე ვარ და არა სტატუს ქვოს შენარჩუნების. კი, არსებულმა მენეჯმენტმა ამოწურა თავი.არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას "წასვლას"ეს „ენმ-ს" ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო.წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება — სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.ამის შანსი „ენმ-ს“ ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა — ისევ იმავე წრეზე ვივლით," - წერს ანი წითლიძე სოციალურ ქსელში.
1781873153
"ოპოზიცია ისევ კომედიურ ჟანრში მიდის. ამას დავარქმევდი მიხეილ სააკაშვილის ქრონიკებიდან ერთ-ერთ სცენარს და სათაურს ერთ-ერთი სერიის "ბრწყინვალე ნანას და თინათინის შერკინებას". როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, ამას საზოგადოება ნახავს. ამაზე მეტი კომენტარი არ მგონია სერიოზული იყოს", - განაცხადა კირცხალიამ.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს.პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის პოზიციის შესახებ მან სოციალური ქსელიდან შეიტყო, რაც მოულოდნელი იყო და უკიდურესად სამწუხარო.
1781866483
კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ ბოლოს მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ მსგავსი დოკუმენტები მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული."რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე, ტყუილია და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე მათში არ არის. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები. გრძელდება ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარები. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ის არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს დამოუკიდებლობას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1781866432
"ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა და ეს იმ დღეს არ დაწყებულა. თვეების განმავლობაში მიდიოდა იმის კამპანია, რომ ისინი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. გრძელდებოდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ემზადებოდნენ ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რევოლუციის მოსაწყობად და უკვე 4 ოქტომბერს მოინდომეს ამის შესაბამისობაში მოყვანა და გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები - მივარდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, გადაანგრიეს ღობე, სცადეს ადმინისტრაციაში შეჭრა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინეს.კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები, ვინც არ უნდა იყოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის არსებობს არჩევნები და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ხვალ ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს", - განაცხადა კახა კალაძემ ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დღეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დამნაშავედ აღიარების ფაქტის კომენტირებისას.
1781866254
ზოგადად "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ", - აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას ეხება, თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის ერთობა შეუძლებელია."რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მაშინვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს გაერთიანება დროებითი იყო. მსგავსი რამ წინა წლებშიც გვინახავს - შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურიდან“ დაწყებული, ამ გაერთიანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენეტები და აგენტები არიან, გარედან ფიანანსდებიან, მათი ერთობა მაინც ვერ შედგება, შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი გახდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
1781866216
ამასთან, ისრაელმა განაცხადა, რომ პარასკევს, დილით ადრე, "ჰეზბოლაზე" თავდასხმა "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არაერთი დარღვევების" საპასუხოდ განახორციელა.მედიის ცნობით, მოკლე განცხადებაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნეს, რომ „მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ დარტყმებს და აგრძელებენ შეტევებს სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონზე, "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად".
1781866153
"ამ ეტაპის მიღწევის პროცესში, პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა, გულწრფელი შეშფოთებითა და კეთილი ნებით, დიდი ძალისხმევა გასწიეს - და, რა თქმა უნდა, სწორედ ამერიკის პრეზიდენტი იყო ის, ვინც სასოწარკვეთილებაში გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი ამის მისაღწევად", - განაცხადა ხამენეიმ.ხამენეიმ, რომელიც უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, განაცხადა, რომ ირანმა შეთანხმების პირობები მიიღო და მომავალში "პირდაპირი მოლაპარაკებები" გაიმართება, თუმცა თეირანი ვალდებული არ არის, დაეთანხმოს ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნებს, უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.
1781866085
როგორც ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ირანის მიერ, აშშ-ის ოფიციალურ პირებთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შეჩერების მიზეზი, ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კომენტარებია, რომლებიც ირანის შეფასებით, აშშ-სთან დადებულ დროებით შეთანხმებას არღვევს.ხუთშაბათს, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა შვეიცარიაში ვიზიტი გადადო, სადაც მას ირანთან მოლაპარაკებების შემდეგი ფაზის ხელმძღვანელობა უნდა დაეგეგმა, როგორც ეს ორ ქვეყანას შორის ოთხშაბათს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით იყო გათვალისწინებული. თეთრმა სახლმა ვიზიტის გადადება მოლაპარაკებების ლოჯისტიკური პრობლემებით ახსნა.
"ვრჩები "ნაციონალურ მოძრაობაში" და ვიბრძოლებ ბოლომდე" - თინა ბოკუჩავა
1781781926
დანა უაითი: ილია თოფურია მძიმედაა დაშავებული, ის ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადავიყვანეთ
1781529009
დრამა "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ვერ შედგება - ანა წითლიძე
1781779415
მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს
1781092132
რაც მოვისმინეთ თინა ბოკუჩავას მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არასწორი კი არა, არამართებულია - ლაშა ფარულავა
1781771142