აშშ-ში, ალასკაზე, მაკ-კინლის მთაზე, მთამსვლელის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. cbsnews-ის ინფორმაციით, ალპინისტი დაახლოებით 914 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 41 წლის ალექსი ჩიუ კიდევ ორ ალპინისტთან ერთად ადიოდა მაკ-კინლის მთაზე, როდესაც Squirrel Point-ის სახელით ცნობილ ადგილზე, კლდიდან გადავარდა.

ეროვნული პარკის სამსახურის ცნობით, მაშველებს ალპინისტის ცხედრის ხრამიდან ამოსაყვანად 2 დღე დასჭირდათ, რადგან სამძებრო ოპერაციას ძლიერი ქარი და დიდთოვლობა აფერხებდა.

ეროვნული პარკის წარმომადგენლების ცნობით, ამჟამად, მაკ-კინლის მთაზე 500 ალპინისტი იმყოფება.