აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქუჩაში მოსიარულე ალიგატორი იპოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს BBC ავრცელებს.

რამდენიმე მეტრის სიგრძის რეპტილია ერთ-ერთ მოტელთან, ორშაბათს დილით, გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

პოლიციამ დაადგინა, რომ ალიგატორის მფლობელს, ის ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინის ზოოპარკში გადაჰქონდა, რა დროსაც რეპტილიამ გაქცევა შეძლო.

ოფიციალური პირების ცნობით, ვირჯინიის კანონმდებლობის გამო, რომელიც ზოგიერთი არაენდემური, ეგზოტიკური ცხოველის ფლობას კრძალავს, ალიგატორი და მისი მფლობელი შტატიდან გააძევეს.