ხუთშაბათს დილით, ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ ისრაელის სამხრეთით მდებარე საავადმყოფო "პირდაპირი დარტყმით" დააზიანა, - აცხადებს ისრაელი.

"ირანის რეჟიმმა ბეერ-შებაში, სოროკას საავადმყოფო ბალისტიკური რაკეტით დაბომბა, რამაც მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრი დააზიანა.

ჩვენ არ დავრჩებით უმოქმედოდ. ჩვენ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია ჩვენი ხალხის დასაცავად", - ნათქვამია ისრაელის ოფიციალურ განცხადებაში.