პოპულარულ პრეპარატს, რომელსაც წონის კლებისთვის გამოიყენებენ მოულოდნელი უკუჩვენება აღმოაჩნდა - “ოზემპიკი” მამაკაცის სასქესო ორგანოს ადიდებს.

პრეპარატის მიღების პარალელურად, მამაკაცების ნაწილს სასქესო ორგანო გაუდიდდა. ინგლისურენოვან მედიაში ეს აღმოჩენა უკვე შერაცხეს Ozempic penis-ის ან OzemDick-ის სახელით.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ცხიმის დაგროვებისა და პროსტატის გადიდების გამო, პენისი შეიძლება ორგანიზმში “ჩაიძიროს“. შესაბამისად, წონის სწრაფ კლებას შეუძლია ნაწილობრივ “აღადგინოს“ დაკარგული სიგრძე და შეცვალოს ეს პროცესი.