მამა ოკეანეში გადახტა, რათა გადაერჩინა პატარა ქალიშვილი, რომელიც Disney Cruise Line-ის ბორტიდან წყალში გადავარდა. მამა-შვილი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა, რომელმაც სამაშველო კატერი დროულად ჩაუშვა წყალში.

მედიის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საკრუიზო ლაინერი ბაჰამის კუნძულებიდან სამხრეთ ფლორიდაში, ფორტ-ლოდერდეილის პორტში ბრუნდებოდა.

როგორც მედია იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მე-4 გემბანიდან გადავარდა, რის შემდეგადაც მამა მის გადასარჩენად გადახტა. თვითმხილველების თქმით, ისინი წყალში 10 წუთზე დიდხანს იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ეკიპაჟის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.