ავლაბარში გასულ ღამით მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი. 62 წლის მამაკაცს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, 40 წლამდე პირი სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
თვითმხილველის ინფორმაციით, კაცი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.
"ორმა მოკლა ერთი ბიჭი. დავინახე, რომ ძირს ეგდო ის ბიჭი, დანით დაჭრა. როგორც ვიცი, გაიქცნენ", - იხსენებს თვითმხილველი.